logo
ENG



"შეიცვალოს ან გაუქმდეს წარწერა "მშვიდობის ქალაქი" - 20:00-ზე თბილისში აქცია გაიმართება

09 დეკ 202212:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/09/56ytkcxkwqfh8ms.jpg

"შეიცვალოს ან გაუქმდეს წარწერა "მშვიდობის ქალაქი" - ამ მოთხოვნით დღეს, თბილისში, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ აქციაზე უნდა მივიდეს ყველა, ვისაც სურს დემოკრატიულ სახელმწიფოში და ევროპულ ოჯახში ცხოვრება.

"უნდა ვიყოთ ყველა, ვისაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება უნდა.

ვისაც უნდა, სარგებლობდეს კანონით მონიჭებული აზრის გამოხატვის თავისუფლებით

ყველა, ვისაც ევროპის ოჯახში უნდა

ყველა, ვისაც არ უნდა მთავრობის უგუნურობის გამო სირცხვილისგან თავჩაქინდრული დადიოდეს

ეს კი ცოტაოდენი თვითმმართველობის აღებულ ვალდებულებზე:

ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მეორე მუხლის თანახმად:

მუხლი 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება

1. ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

ასევე: ევროპული ქარტია ადგილობრიი თვითმმართველობის შესახებ

პრეამბულა

...ქვემორე ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, ითავლისწინებენ რა რომ მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში წარმოადგენს ერთ-ერთ დემოკრატიულ პრინციპს, რომელიც საერთოა ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსათვის; ...

მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია

1. ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად

თბილისის მერია არის ღია მმართველობის პარტნიორობის(OGP) ადგილობრივი პროგრამის მონაწილე

პროგრამის მიხედვით, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) მიზნად ისახავს ხელისუფლება მდგრადი განვითარების გზით გახდეს უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მოქალაქეების მიმართ, ამაღლდეს მმართველობისა და მომსახურების ხარისხი მოქალაქეების სასარგებლოდ. ეს კი მოითხოვს ცვლილებებს არსებული მმართველობის გარემოს ნორმებსა და კულტურაში და მიიღწევა ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით.

ამ პრინციპზე, როგორც სავალდებულოდ გასათვალისწინებელ პრინციპზე გადაწყვეტილებებში მერიას აქვს პასუხისმგებლობა აღებული და ამიტომ,მისი ყველა გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს მას!", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

 


close დახურვა